მთავარი

ქრისტიანობა 

სახარებისეული გადმოცემით, ქრისტიანობის დამაარსებელი იესო ქრისტე დაიბადა ბეთლემშიდავით ისრაელის მეფის შორეული შთამომავლის, ნაზარეთელი დურგლის იოსებ მართლისა და ასევე დავითის შთამომავლის, ქალწული მარიამის, ოჯახში - თორმეტ მოწაფესთან ერთად მიმოდიოდა გალილეას, იუდეისა და იორდანიის გაღმა დაბა-სოფლებში და ქადაგებდა მოახლოებულ ღვთის სასუფეველზე, სინაგოგებში რჯულის მასწავლებლებსა და მწიგნობრებს შეახსენებდა წმიდა წერილის წინასწარმეტყველებებს მესიაზე, თავს აშკარად აცხადებდა ღვთის ძედ და მესიად, რომელსაც უნდა ეხსნა ისრაელი. სახელი გაითქვა როგორც მკურნალმა და ყველგან, სადაც კი მივიდოდა, სნეულები, დავრდომილები, ბოროტი სულით შეპყრობილნი მიჰყავდათ მასთან და ისიც კურნავდა მათ. ბოლოს ოთხი დღის მკვდარიც გააცოცხლა. მისი ავტორიტეტი დღითიდღე იზრდებოდა, საშიში ხდებოდა იერუსალიმის სამღვდელოებისთვის და მათაც აიძულეს იუდეის პროკურატორი პილატე, რომის ხელისუფლების მტრობისთვის, სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა მისთვის. ოცდაცამეტი წლის ასაკში ჯვარს აცვეს ორ ავაზაკს შორის, რომელთაგან ერთმა ირწმუნა მისი და მასთან ერთად მოხვდა სამოთხეში.

წყარო










ქრისტიანობის გავრცელება 

წმინდა ნინო ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელია საქართველოში. იგი წარმოშობით კაბადოკიელი იყო წმინდა გიორგის ნათესავი. ნინომ გაიგო ქრისტეს მიწიერი წამების ამბავი და ისიც, რომ თურმე უფლის კვართი (უკერავი პერანგი) წილისყრით შეხვედრია მცხეთელ ებრაელს, ელიოზს, რომელსაც იგი, დისა და დედის თხოვნით, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში წაუსვენებიათ. ნინო ოცნებობდა ივერიაში ჩამოსვლაზე, რათა ქრისტეს პერანგის მოხვევის ღირსი გამხდარიყო.ღმერთმა ისმინა მხურვალე ლოცვა. მას წმინდა მარიამი გამოეცხადა ძილში და უბრძანა: ''წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში და იქადაგე სახარება''. ღვთისმშობელმა იქვე მდგარი ვაზისაგან გააკეთა ჯვარი, რომელიც ნინომ საკუთარი ნაწნავით შეკრა. მან მიაღწია მცხეთას და იწყო ქადაგება.სამკურნალო ხელოვნებით მოსახლეობის ყურადღება დაიმსახურა. მცხეთაში მისვლიდან მე-6 წელს წმინდა ნინომ გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახი. მისი წყალობით მცხეთაში ქრისტიანობის მრავალი მიმდევარი გაჩნდა. წმინდა ნინო თიანეთში ასულა და ბევრი ქართველი გაუქრისთიანებია. უკან დაბრუნებისას ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ბოდბე) გარდაიცვალა. იქვე დაუსაფლავებიათ.


წყარო 

No comments:

Post a Comment

პრეზენტაცოა