პროექტის შესახებ

ჩემი ბლოგის თემა არის ქრისტიანობა. ავირეჩიეე ეს თემა იმიტომ რომ ქრისტიანობა მსოფლიო ერთ-რთი რელიგიაა. ქრისტიანობას აქვს რამდენიმე მიმიართულება,  მე ვარ გრიგოლიანელი, ანუ გრიგოლიანულ მიმართულებით ვარ, მაგრმ ქართველების მიამართულება არის მართმადიდებლობა. საქართველოს  რელიგიის და სომხების რელიგიის შორს აქვს ძალიან ცოტა განსხვავებაა. 
 მე როგორც გრიგოლიანელი მინდა ვისწავლო მართმადიდებლების წესები და  რით განსხვავდება დანარჩენ მიმართულებებისაგან.







ქრისტიანობა - ყველაზე გავრცელებული და მრავალრიცხოვანი მსოფლიო მონოთეისტური რელიგიაა. ქრისტიანულ მოძღვრებასა და ღვთისმსახურებას, რომელიც განსხვავებულ შინაარსსა და ფორმას ატარებს, თანაბრად აქვს ფესვები გადგმული სხვადასხვა კულტურისა და ცივილიზაციის საზოგადოებებში. მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ახალი წელთაღრიცხვის ათვლას მისი დამაარსებლის, იესო ქრისტეს დაბადებიდან იწყებს.
ქრისტიანობა ჩაისახა ჩვ.წ. I საუკუნეში პალესტინაში როგორც იუდაიზმის ერთ-ერთი მცირე განშტოება, რომელიც რამდენიმე ათეული ადამიანისგან შედგებოდა. თავდაპირველად ქრისტიანობა პალესტინასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ძირითადად, ებრაულ დიასპორებშივრცელდებოდა, მაგრამ მოკლე ხანში, პავლე მოციქულის ქადაგების წყალობით, მან მიმდევრები სხვა ე.წ. წარმართ ხალხებშიაც გაიჩინა. V საუკუნემდე ქრისტიანობა უმთავრესად რომის იმპერიასა და მისი კულტურული გავლენის არეალში დამკვიდრდა (სომხეთი, საქართველო, სირია, ეთიოპია), შემდეგ (ძირითადად პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში) ანგლოსაქსსა და სლავ ხალხებში, უფრო გვიან კი (XIII-XIV ს.) ბალტიელ და ფინელ ხალხებშიაც შეაღწია. ახალ და უახლეს პერიოდში ევროპის მიღმა ქრისტიანობის გავრცელება კოლონიალური ექსპანსიისა და სამისიონერო მსახურების შედეგად გახდა შესაძლებელი. დღეს ქრისტიანობა მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსა და ეროვნებაშია წარმოდგენილი. ამ პერიოდისთვის ქრისტიანთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში 2 მილიარდს აჭარბებს, მათგან ევროპაში, სხვადასხვა შეფასებით, 400-დან 550 მილიონამდე ქრისტიანი ცხოვრობს, ლათინურ ამერიკაში - 380 მლნ., ჩრდილო ამერიკაში - 180-250 მლნ., აზიაში - 300 მლნ., აფრიკაში - 300-400 მლნ., ავსტრალიაში - 14 მლნ.







წარმოშობა და გავრცელება

სახარებისეული გადმოცემით, ქრისტიანობის დამაარსებელი იესო ქრისტე დაიბადა ბეთლემშიდავით ისრაელის მეფის შორეული შთამომავლის, ნაზარეთელი დურგლის იოსებ მართლისა და ასევე დავითის შთამომავლის, ქალწული მარიამის, ოჯახში - თორმეტ მოწაფესთან ერთად მიმოდიოდა გალილეას, იუდეისა და იორდანიის გაღმა დაბა-სოფლებში და ქადაგებდა მოახლოებულ ღვთის სასუფეველზე, სინაგოგებში რჯულის მასწავლებლებსა და მწიგნობრებს შეახსენებდა წმიდა წერილის წინასწარმეტყველებებს მესიაზე, თავს აშკარად აცხადებდა ღვთის ძედ და მესიად, რომელსაც უნდა ეხსნა ისრაელი. სახელი გაითქვა როგორც მკურნალმა და ყველგან, სადაც კი მივიდოდა, სნეულები, დავრდომილები, ბოროტი სულით შეპყრობილნი მიჰყავდათ მასთან და ისიც კურნავდა მათ. ბოლოს ოთხი დღის მკვდარიც გააცოცხლა. მისი ავტორიტეტი დღითიდღე იზრდებოდა, საშიში ხდებოდა იერუსალიმის სამღვდელოებისთვის და მათაც აიძულეს იუდეის პროკურატორი პილატე, რომის ხელისუფლების მტრობისთვის, სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა მისთვის. ოცდაცამეტი წლის ასაკში ჯვარს აცვეს ორ ავაზაკს შორის, რომელთაგან ერთმა ირწმუნა მისი და მასთან ერთად მოხვდა სამოთხეში.



ჯვარცმა. ქრისტე ჯერ მისმა მოწაფემ გასცა, მერე სამღვდელოებამ და მწიგნობრებმა გადასცეს რომის ხელისუფლებას, ბოლოს ხალხმა გაწირა, როცა პილატეს საბოლოო შეკითხვაზე - ვინ გსურთ გაგითავისუფლოთ, ბარაბა თუ იესო? - მან ერთხმად აირჩია ავაზაკი ბარაბა, ქრისტესთვის კი ჯვარცმა მოითხოვა. ამრიგად, ქრისტეს რომის ხელისუფლებამ ხალხის სახელით გამოუტანა განაჩენი და რომისავე სასჯელით - ჯვარზე გაკვრით დაისაჯა, როგორც ავაზაკებს სჯიდნენ. ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო, ანუ როგორც პროვიდენციაში იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ადამიანის ხელით ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ასე მომხდარიყო. დაისაჯა უცოდველი ადამიანი, რომელსაც არავითარი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი არც იუდეველთა რჯულის, არც რომის კანონების წინააღმდეგ. ჯვარცმაც აუცილებელი იყო პროვიდენციულად, რამდენადაც ჯვარი კოსმიური მნიშვნელობის მატარებელი სიმბოლო იყო (თუმცა სასჯელად გამოყენებულს ეს მნიშვნელობა არ ახლდა), ხოლო ჯვარცმამ გახსნა მისი იდუმალი სიღრმეები. პროვიდენციული იყო ისიც, რომ იესო მისმა თანამოძმეებმა, საკუთარი რჯულის თანახმად, ჩაქოლვით ან საზოგადოებისგან ამოძირკვით ვერ დასაჯეს, რადგან დიდი დღესასწაული პასექი ახლოვდებოდა...

წყარო 

No comments:

Post a Comment

პრეზენტაცოა